ტექნოგარაჟში გვაქვს 6 თვიანი და 1 წლიანი საგარანტიო პირობები. 6 თვიანი საგარანტიო პირობა ვრცელდება ყველა მეორად ტექნიკაზე, ხოლო ახალი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში საგარანტიო პირობა ვრცელდება 1 წლის განმავლობაში. საგარანტიო ვადის გასვლამდე მომხმარებელი სარგებლობს საგარანტიო პირობებით თუ ნივთს გამოუვლინდა რაიმე ქარხნული ნაკლი. თუ ნაკლი გამოვლინდა ნივთის შეძენიდან 3 დღის განმავლობაში, ნივთს შევცვლით ახლით ან იგივე ფასიანი და შესაძლებლობების მქონე სხვა ნივთით (მომხმარებლის სურვილის მიხედვით). თუ მსგავსი ნივთი არ აღმოგვაჩნდა, მომხმარებელს სრულად უბრუნდება გადახდილი თანხა. თანხის უკან დაბრუნების მაქსიმალური ვადაა 3 დღე. საგარანტიო პირობა არ ვრცელდება დამტენ ბლოკებზე, უსბ კაბელებზე, ბატარეებზე და ტექნიკის იმ ნაწილზე რომელიც დაკავშირებულია დენის წყაროსთან. საგარანტიო პირობები ავტომატურად უქმდება, თუ: 1. დაზიანებული ან/და გატეხილია ნივთი; 2. თუ აღელიშნება ნივთში სითხის შეღწევის კვალი; 3. თუ დაზიანებული ან მოცლილია ნივთზე დაკრული საგარანტიო სტიკერი. საგარანტიო პირობების გაუქმების ან/და ვადის გასვლის შემთხვევაშიც კი, ტექნოგარაჟი დაგეხმარებათ დაზიანებული ტექნიკის შეკეთებაში, მათ შორის დაზიანებული ნაწილის თვითღირებულ ფასად ჩამოტაანში.