კალათა
შედარებაშია 0 პროდუქტი შედარება

მთავარი/შეკვეთების პოლიტიკა

შეკვეთების პოლიტიკა

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძრითადი მიმართულებაა შეკვეთების შესრულება. შეკვეთა მიგვიღია და შეგვისრულებია ისეთ ნივთზეც, რომელსაც აქ ვერ შოულობდნენ და ღირდა მინიმალური თანხა, და ისეთზეც, რომელიც ღირდა რამდენიმე ათეული ათასი დოლარი და რაწმოადგენდა უმაღლესი კლასის ტექნოლოგიურ დანადგარს. ყველა ისეთი შეკვეთა, რომელიც აქამდე არ შეგვისრულებია, ჩვენთვის ახალი თავგადასავალია ტექნოლოგიურ სამყაროში და მისი უნაკლოდ შესრულება უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს.

1. შეკვეთის შემთხვევაში და მითუმეტეს თუ მომხმარებელი დისტანციურად გვეკონტაქტება, ორმაგი პასუხისმგებლობით ვუდგებით საქმეს და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასდროს გვყოლია უკმაყოფილო დამკვეთი.

2. სანამ ნივთს დამკვეთთან გავგზავნით, ვამოწმებთ განსაკუთრებული სიფრთხილით. შემდეგ ვურეკავთ აუდიო და ვიდეო ზარის საშალებით და დეტალურად ვაწვდით ინფორმაციას მის მიერ შეკვეთილი ნივთის შესახებ. ეს მარტივი პროცედურა პრაქტიკულად გამორიცხავს რაიმე სახის უკმაყოფილებას დამკვეთის მხრიდან.

3. თუ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენი მიზეზით რაიმე ხარვეზი გაიპარა (რაც აქამდე არ მომხდარა), ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას და ჩვენივე ხარჯებით დავიბრუნებთ ნივთს უკან. ასეთ შემთხვევაში დამკვეთს აქვს 3 არჩევანი:
ა) გადავუცვლოთ იგივე მონაცემებისა და ფასის მქონე ნივთში;
ბ) ჩამოვუტანოთ იგივე ნივთი;
გ) დაუყოვნებლივ დავუბრუნოთ მისი კუთვნილი თანხა სრულად;

4. თუ შეკვეთილი ნივთი, დამკვეთის ბრალეულობით თავსებადი არ აღმოჩნდება იმ ტექნიკასთან, რომლისთვისაც შეუკვეთეს ეს ნივთი, ვეხმარებით დამკვეთს და სრულად ვურიცხავთ ნივთის ღირებულებას მისი რეალიზაციის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტირების თანხა არ ანაზღაურდება.